საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექცია

11 და 12 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორები - დოქტორი მავლუდა სატაროვა და დოქტორი კანსტანტინ ძერსტირიაუ.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლივერპულის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

ვიზიტის ფარგლებში, პროფ. მავლუდა სატაროვამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „ბიზნესი, სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალი: შესავალი საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში“, ხოლო პროფ. კანსტანტინ ძერსტირიაუმ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის გამოყენება პრაქტიკაში “.

 

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის პროფ. კანსტანტინ ძერსტირიაუსა და პროფ. მავლუდა სატაროვას თანამშრომლობისათვის.

თარიღი: 14/04/2023